გეგმა

გაკვეთილის გეგმის შაბლონი                                                                                                          მასწავლებლის სახელი ,გვარი,პირადი ნომერი;       თეა  დუნდუა 37001016401
 სწავლების     საფეხური/კლასი; საბაზო IX
მოსწავლეთა რაოდენობა; 22
გაკვეთილის თემა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება

გაკვეთილის მიზანი; მოსწავლეებს ვაცნობ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის,ეროვნული,საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიზნების გაცნობიერების უნარის განვითარება.
დემოკრატიული საქართველოს კულტურის გაცნობა და მისი განვითარების შეფასების უნარის  ჩამოყალიბება.
ინფორმაციის სწრაფი და მიზნობრივი მოპოვებისა და აღქმის უნარი.
საგარეო პოლიტიკური პრობლემის მნიშვნელობის გააზრების უნარი.
საგარეო და საშინაო პოლიტიკის  შორის  კავშირების დადგენის უნარი.           
N

აქტივობის
აღწერა
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები

კლასის
ორგანიზების
ფორმა/ფორმები

სასწავლო
რესურსები

დრო(წთ)
1
წინარე ცოდნის გააქტიურება

კლასში ვსვამ შეკითხვებს;
1.რა იყო წინა პირობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ჩამოყალიბებისა?
2.რა გავლენა იქონია საქართველოზე რუსეთის პირველმა და მეორე რევოლუციებმა?
3.რა შედეგით დასრულდა ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციები?
4.დავასახელოთ 2 მთავარი მიზეზი რამაც გამოიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.


გონებრივი იერიში
საერთო
საკლასო
სახელმძღვანელო
თაბახი
კალამი
დაფა ცარცი
7წთ

2
მიზანი;ახალი მასალის უკეთ გააზრება
მოსწავლეებს ვაცნობ ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის მიზეზს, ვსაუბრობ ეროვნულმა საბჭომ რა როლი ითამაშა საქართველოს დამოუკედლობის აღდგენამ,რორომელის მოგვიანებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს-პარლამენტის ფუნქციას ასრულებდა ,ვესაუბრები ეროვნული საბჭოს გაფართოებული სხდომისა და ნოე ჟორდანიას გამოსვლის შესახებ
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, მთავრობის დამტკიცების შესახებ და ვაჩვენებ სლაიდშოუს აღნიშნული თემის გარშემო.

მინი-ლექცია

საერთო საკლასო
 (სლაიდ-შოუს გამოყენებით)
8წთ
3
მიზანი-წაკითხული მასალის გააზრება
მოსწავლეებს ვყოფ ოთხ ჯგუფად,პირველ ჯგუფს ვთხოვ გაეცნონ დამოუკიდებელი საქართველოს საშინაო პოლიტიკას,  ჩამოწერონ თეზისების სახით გატარებული ღონისძიებები და შეაფასონ აგრალური რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები .მეორე ჯგუფს კი ვთხოვ გაეცნონ დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკას,თეზისების სახით ჩამოწერონ გატარებული  მნიშვნელოვანი ღონისძიებანი და გაამახვილონ  ყურადგება რა მისცა საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა ორიენტაციის ცვლამ  და რატომ არ მიიღეს საქართველო ერთა ლიგაში.მესამე ჯგუფს  კი ვთხოვ გაეცნონ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ  პოლიტიკას და თეზისების სახით ჩამოწერონ  ეროვნული ჯგუფებისადმი ტოლერანტული პოლიტიკის განხორციელება.მეოთხე ჯგუფს კი ვთხოვ გაეცნონ კულტურა დემოკრატიულ საქართველოში და თეზისების  სახით ჩამოწერონ თუ რა გავლენა  მოახდინა კულტურის განვითარებამ საქართველოს დეოკრატიული რესპუბლიკის აღორძინებაზე.
ტექსტზე და წყაროზე მუშაობა
ჯგუფური

7წთ
4
მიზანი-მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წაკითხული მასალის გააზრება, გამართულად ჩამოაყალიბონ პრეზენტაციის თემა.
აღწერა-თითო ჯგუფიდან ერთი პრეზენტატორი წარმოადგენს თემას.
პრეზენტაცია
ჯუგუფური

13წთ
5
მიზანი-რამდენად გაიგეს ახსნილი მასალა და რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი გამომდინარე  მასალიდან.
შეჯამება
მთელი კლასი

7წთ
6
მიზანი-შემდეგ გაკვეთილზე შესასრულებელი დავალების გაცნობა.
აღწერა-მოსწავლეები ინიშნავენ საშინაო დავალებას,სახელმძღვანელოში გაეცნონ საქართველოს  დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაპირობებს და მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს ანექსიის შესახებ.
საშინაო დავალება
მთელი კლასი

3წთ
7
მიზანი-მოსწავლის ცოდნის დონის შეფასება ფასდება:პრობლემის გააზრება, ინფორმაციის მოძიება,მსჯელობის,წერითი,კომუნიკაციის,თანამშრომლობის,შემოქმედებითობის და პრეზენტაციის უნარი.
შეფასების კომპონენტები:წერითი დავალება, ჩართულობა და პრეზენტაცია.
აღწერა-მოსწავლეთა აქტივობას შევაფასებ განმავითარებელი და განმსაზვრელი შეფასებით.
შეფასება


2წთ
სასწავლო რესურსები.
სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი,ფორმატი,მარკერი,კომპიუტერის გამოყენებით დოკუმენტური ფილმის და სლაიდშოუს ჩვენება.




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები;
ისტ. IX.2  მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება.
ისტ. I X.3  მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმქიფოს მმართველობის სტრუქტურა.
ისტ.IX.5მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო,საგარეო და


ეროვნული პოლიტიკის  მიზნების გაცნობიერების უნარის განვითარებას.დემოკრატიული საქართველოს კულტურის გაცნობა და მისი განვითარების  შედეგების შეფასების უნარის ჩამოყალიბება.
აანალიზებენ  რეფორმებით გამოწვეულ  ცვლილებებს  სოციალურ სტრუქტურებში,გაეცნობიან კონკრეტულ  საგარეო  პოლიტიკურ ცვლილებებს ,რომელმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე.
გააანალიზებენ და შეადარებენ საგარეო ფაქტორის გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე.
სახელმწიფოებრიობაზე.
შეფასების რუბრიკა
თარიღი;  26.11.2018 წელი.

ხელმოწერა;    თ.დუნდუა                                                     

Comments

Popular posts from this blog

ტრენინინგის მეხუთე დღე.